LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდობის 3 და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტი – დაკავებულია არასრულწლოვანი

85d801741ea69f12c0896e93c389f4b0_XL

თბილისში სამი ობიექტის გაქურდვისა და ერთის გაქურდვის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს.

დაკავებულმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სან-მარის“ გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულს ასევე, ბრალად ედება თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარდის სახლის“, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სანელებლების კუთხის“ და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „დისქავერ თრეველის“ გაქურდვა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g