LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური გიორგი შალამბერიძე გარდაიცვალა

241
დეკანოზი გიორგი შალამბერიძე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის წმინდა მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი შალამბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეკანოზ გიორგის სამშაბათს, 26 ოქტომბერს დაკრძალავენ.

„დღეს, 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის წმინდა მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი შალამბერიძე.

დეკანოზ გიორგის დაკრძალავენ სამშაბათს, 26 ოქტომბერს.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გიორგი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g