LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

47
289581998_397105812447660_7121044840914884344_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, გუშინ, ღამის პერიოდიდან, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ადიდებული მდინარე რიონის გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები