ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე აალება მოხდა. ”საქართველოს რკინიგზა” მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ” ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა . მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები”, – აცხადებენ ”საქართველოს რკინიგზაში”.