LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაკეტილია – გარესამყაროს მოწყვეტილია 10 ოჯახი

74
mewyeri 33

მეწყერის ჩამოწოლის გამო, ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკვშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ჩაიკეტა. მეწყერის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია 10 ოჯახი.

მეწყრული პროცესების აქტიურობის გამო, აღნიშნული გზის სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე  გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება.

ადგილზე იმყოფება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე.

„გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი, რომელიც ჩამოწვა ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე აგრძელებს მოძრაობას და დღეს ჩამოვიდა ცაგერი-ამბროლაურის გზის ლაჯანის მონაკვეთზე, ახლა აქ მობილიზებულია უკვე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის მასშტაბები არის ძალიან დიდი და საჭიროებს დამატებითი ტექნიკის მობილიზებას, რასაც ვაკეთებთ ახლა. ასევე, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც“, -აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს, მარგველიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაშია და მათთვის მედიკამენტების და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება დროულად მოხდება.

მეწყრული პროცესი ლაჯანურჰესის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g