15-16 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გემო ფესტი გაიმართება.
კვების ზონასთან ერთად, სადაც ნაცნობი და საყვარელი იმერული კერძების ახლებური ფორმები იქნება წარმოდგენილი, ღონისძიების სტუმრებს დახვდებათ სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, საბავშვო ზონა, ფერმერების ბაზარი, ფეხბურთის ფანზონა.
გემო ფესტი 15 ივნისს, 15 საათზე, საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მუსიკალურადაც იქნება გაფორმებული.