ნიკეას ქუჩა–გეგუთის შემაერთებელი გზის 4.1 კილომეტრიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 17 777 777 ლარს შეადგენს და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან „ფორტუნას“ აცნობეს, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: 4,1 კმ-იანი, 4 ზოლიანი ბეტონის საფარიანი გზის და რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.
სამუშაოებზე 650 ადამიანია დასაქმებული
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
სამინისტროს განცხადებით, ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტების გზა ქუთაისთან მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება.