ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა-ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაღუპულები ბიძაშვილები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.