LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან აბუ დაბიში პირდაპირი ფრენები ინიშნება

224
wizz-abu-dhabi-main

შეჩერებული ფრენების კვალდაკვალ სასიამოვნო სიახლეცაა. ქუთაისისდან პირველად ახლო აღმოსავლეთში რეგულარული ფრენები დაინიშნება. ქუთაისიდან კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას – არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ორი რეისი შესრულდება.

ფრენებს „ვიზეარის“ მიერ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. აბუ დაბიში Airbus A321neo იფრენს.

ფრენები ოქტომბრიდან განხორციელდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებში“ აცხადებენ, რომ ქუთაისიდან ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

მოგეხსენებათ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დღემდე აქტუალურად განიხილება “ვიზეარის” საქართველოში ოპერირების საკითხი. ოპოზიური მხარე უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანიის მიერ საქართველოს დატოვებაზეც კი ალაპარაკდა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი პანდემიის პირობებში დროებით შეჩერებულ ფრენებზე საურობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები