ქუთაისიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

118
athens

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში პირდაპირი რეგულარული რეისები 8 სიხშირით შესრულდება.

ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის ელჩს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ სისტემატურად ვზრდით სიხშირეებსა და მიმართულებებს. წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ჯამურად კვირაში 8 სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს და დაინტერესება ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან. მივესალმებით, ამ მიმართულებით საქართველოში საბერძნეთის ელჩის აქტიურობას. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ვიპოვით შესაძლებლობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამ ეტაპზე, პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის მიმართულებით ხორციელდება. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57,000 მგზავრმა იმგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“