LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ერევნის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება

100
Fly-One-ER-00003-Airbus-A320-232-29370260167

მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyone და მისი შვილობილი Flyone Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას გეგმავს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Flyone საქართველოს მიმართულებით ფრენებს 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებს, ხოლო Flyone Armenia კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან.

აღსანიშნავია, რომ Flyone Armenia ერევნიდან ფრენებს თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით განახორციელებს. ერევანი-თბილისი-ერევნის საჰაერო ხაზზე Flyone Armenia კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ერევანი-ქუთაისი-ერევნის საჰაერო ხაზზე კი ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით იფრენს. რეისები დაგეგმილია ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აპირებს სომხური ავიაკომპანია Armenia Airways-იც. ავიაკომპანია ერევანსა და თბილისს შორის ფრენებს 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g