“დღეს ვიმყოფებით ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადი და წარმატებული პროექტია.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს ქუთაისში განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ტერმინალი კიდევ უფრო მეტი მგზავრის შემოსვლას უზრუნველყოფს:
“დღეს ვიმყოფებით ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადია და წარმატებული პროექტია. გახსნის დღიდან ქუთაისის აეროპორტი ძალიან სწრაფად ვითარდება. მგზავრთა ნაკადი არის გაორმაგებული და გაოთხმაგებული. ახალი ტერმინალი ექვსჯერ დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი. ეს გვაძლევს მის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი მგზავრი შემოვა ამ აეროპორტში.” – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის.