LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან გერმანიის და იტალიის მიმართულებით ფრენები გაუქმდა

140
1497861896-7170

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა. ავიაკომპანიის განცხადებით, გაუქმდა ფრენები გერმანიის და იტალიის მიმართულებით, კერძოდ, ქალაქებში: ბერლინი, მიუნხენი, მილანი, რომი.

ინფორმაციას Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის რეგულაციებია გახდა.

„საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების, ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ”, – განმარტავს ანდრაშ რადო.

მისივე ინფორმაციით, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g