LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

142
ქუთაისის აეროპორტი

დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება. Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე M3 კატეგორიის ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. ერთი გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნული სიახლე, კიდევ უფრო გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს იმერეთის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.