LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა შეჩერდა

168
79873547-2687877997946800-6411247285040054272-o-2019-12-19-09-04-05-627391

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა დროებით შეჩერდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამარ არჩუაძემ ონლაინ კონფერენციაზე: “კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოზიდული სახსრებით ხდებოდა. ამჟამად კი მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული ფორმების მოძიება.

“მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული ფორმების მოძიება იმისათვის, რომ პროექტი დავასრულოთ. რამდენიმე ტენდერი ჩავშალეთ, ვინაიდან ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ასეთი კრიზისული ვითარების დროს თანხების დახარჯვა რთულია. ახლავე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კარგი პერიოდი იმისთვის, რომ აეროპორტებმა ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელონ, თუ მოძიებული იქნება შესაბამისი ფინანსური სახსრები, რადგან ფრენები არ არის. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ ეს პროექტები დასრულდეს, კარგი იქნება, თუ სახსრები იქნება მოძიებული“, – აღნიშნა არჩუაძემ.

ქუთაისში სიახლეებია - ნახეთ როგორია აეროპორტის ახალი ტერმინალი (ფოტოები)

ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთანაკადის ყოველწლიურად მატების გამო, სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა დაიწყეს. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 ჯერ გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g