საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის, ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.
სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა.
სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან.
სტაჟირების მსურველებმა 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected]