LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა

86
ტრჯტყი

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ასაფრე-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა და პირველი რეისი მინსკიდან შესრულდა.

“რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტბეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარი.

ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტბეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა.

გუშინვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

✈️ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა ?

Posted by საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia on ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 2022

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g