LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნება

152
217712456-3008945862707682-7854109654294539264-n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტის გახსნა იგეგმება. ამ მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აეროპორტში მდებარე 169,21 კვ/მ ფართობი აუქციონზე იჯარის წესით გასაცემად გამოიტანა. აუქციონი 6 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული და ყოველთვიური საიჯარო თანხის საწყისი ღირებულება 3000 ლარს შეადგენს.

აუქციონის პირობების მიხედვით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართში უნდა მოეწყოს მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტი. აღნიშნული გულისხმობს დახლებიდან და თაროებიდან პროდუქციის რეალიზაციას, ისევე როგორც მზა პროდუქციის თან წაღების სერვისისა (ე.წ. Take Away) და ადგილზე კვების მომსახურების მიწოდებას. ობიექტში კვების მომსახურება უნდა ხდებოდეს დახლიდან, თვითმომსახურებით, თუმცა მოიჯარის სურვილის შემთხვევაში, დასაშვებია კვების მომსახურების მიწოდება მაგიდასთან მომსახურებით. პროდუქციის რეალიზება, გარდა დახლიდან გასაყიდი საკვები პროდუქციისა, უნდა ხდებოდეს თაროებიდან.

აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე მსგავსი ტიპის ობიექტის, ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება, უწყვეტად ბოლო 3 წლის მანძილზე. ამასთან, აუქციონში გამარჯვებისას, უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის ობიექტი ამავე სავაჭრო სახელითა და ნიშნით საქართველოს მინიმუმ სამ რეგიონში, მათ შორის იმერეთში. ამასთან, კომპანიას ბოლო 3 წლის მანძილზე ცალ-ცალკე თითოეულ წელს, უნდა გააჩნდეს ბრუნვა არანაკლებ 3,000,000 ლარისა ან მეტი. ბრუნვა გულისხმობს შემოსავალს დღგ-ს გარეშე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და აუციონში გამარჯვებულს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება 5 წლის ვადით. თუმცა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები