LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში კოვიდ ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა

284
182601258-2958779954390940-6465717483483765393-n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრს სამი სახის Covid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19-ის PCR ტესტი, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს მგზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე ტარდება: Covid 19-ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში) ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19 ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში) ფასი -120 ლარია. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19 ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით – 30 ლარი ღირს.

რაც შეეხება ,,იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება იუნიქში – 40 ლარი; PCR ტესტი – 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g