LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში მრავალსაუკუნოვანი კულტურით და ისტორიით შთაგონებული სახლის ნივთებისა და აქსესუარების კუთხე გაიხსნა

167
Untitled

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განაგრძობს ქართული ბრენდების მხარდაჭერას. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებული სახლის ნივთებისა და აქსესუარების – ბლუტაბლას კუთხე გაიხსნა.

კომპანიამ გაფართოება რეგიონებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო, სადაც პირველი ფილიალი გახსნა.

„ბლუტაბლა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს. კომპანიის რიგით მეშვიდე მაღაზიაში ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული სუფრების, ფარდაგების, ორიგინალური ჭურჭლის, მაჯის საათებისა და სამკაულების ყიდვაა შესაძლებელი.

ბრენდის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ისე ტურისტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g