LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა

22

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, – ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.

„მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით.

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00”, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები