LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში სუვენირების რეალიზაციის ობიექტი მოეწყობა

48
198085965-4009580932425192-433305678268630341-n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სუვენირების რეალიზაციის ობიექტის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ამ მიზნით შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალის შენობაში, გაფრენის დარბაზში მდებარე 17,5 კვ.მ ფართს იჯარით გასცემს. შესაბამისი აუქციონი 29 ივნისისთვისაა ჩანიშნული, საიჯარო ყოველთვიური საწყისი ღირებულება კი 2550 ლარს შეადგენს.

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან.

დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა – 1 წელი. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს ერთი წლით.

“ავიანიუსის” ცნობითვე, აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს სუვენირების რეალიზების საქმიანობის გამოცდილება, აეროპორტთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე არანაკლებ ბოლო სამი წლის (2019, 2020, 2021) განმავლობაში და ანალოგიური ობიექტი უნდა გააჩნდეს საქართველოს ან/და მის ფარგლებს გარეთ, მასშტაბით მინიმუმ 4 ლოკაციაზე ან/და მინიმუმ 1 ლოკაციაზე საერთაშორისო აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g