ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო, საუბარია BELAVIA-ზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მინსკიდან პირველი პირდაპირი რეგულარული ავიარეისი 4 აგვისტოს, ავიაკომპანია BELAVIA-მ ბოინგ 737-800-ით შეასრულა.
პირველ რეისს 179 მგზავრი ჩამოჰყვა, რომლებსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ცნობისთვის, მინსკი-ქუთაისის საჰარეო ხაზზე პირდაპირი რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.