LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

98

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის დაცვის სამსახურმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო. მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 4 კვ. მეტრის ფართობის ოთახში არსებული ნივთები და ჭერი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g