LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მერმა საუკეთესო მორაგბე ხმლით დააჯილდოვა

197
53696666_639769506477762_7304767522476130304_o

ქუთაისში გამართული რაგბის მატჩის შემდეგ დასახელებულ საუკეთესო მოთამაშეს, მირიან მოდებაძეს ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ხმალი აჩუქა.

დაჯილდოვების და თამაშის ამსახველ ფოტოებს ქუთაისის მერია ავრცელებს.

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას უმასპინძლა.

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გერმანია ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა – 52:3 და ყველა თამაშის მოგების გამო პირველ ადგილზეა.

მეტიც, ბორჯღალოსნებმა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურის შეხვედრას 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები