LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხუთი მუშა მოიწამლა – რას აცხადებს ქარხნის დირექტორი

598
ამბიკონ

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად ხუთი მუშა მოიწამლა, მათგან ორი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც ქარხნის „ამბიკონ სტილსის“ დირექტორმა ანკინ სინგჰანიამ მედიას განუცხადა, ქარხნის მუშები ჯართს ჭრიდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ ბალონში აღმოჩნდა გაზი და მოხდა აირის გაჟონვა.

„დღეს ჯართის გაჭრისას გაჟონა გაზმა. ბალონს არ ჰქონდა ნიშანი და მარკირება იმის შესახებ, რომ მასში იყო გაზი. ბალონის გახსნისთანავე გამოიდევნა აირი, რის შემდეგაც განვახორციელეთ ადამიანების დაუყოვნებლივი ევაკუაცია“, – განაცხადა ქარხნის დირექტორმა.

ცნობისთვის, მეტალურგიული ქარხანა „ამბიკონ სტილსი” მეორადი ჯართის გადამუშავებით არის დაკავებული. საწარმოში 300 ადამიანია დასაქმებული.

magti 5g