LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტში სახურავიდან წყალი ჩადის

108

ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში, ძლიერი წვიმის გამო წყალი ჩავიდა. დატბორილია პარლამენტის ფოიეც. ასევე, იუსტიციის სახლის და პროკურატურის შენობების სარდაფები.

შეგახსენებთ, იმერეთში დილიდან გადაუღებლად წვიმს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. წყალდიდობის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე საჯარო სკოლაში შეწყდა. იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g