LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ლილე სვანაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა

143
BeFunky-collage123412 3 4sdf (3)

ქუთაისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ლილე სვანაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

„ბრწყინვალე შედეგით, რვიდან რვა გამარჯვება, ფინიშამდე ერთი ტურით ადრე, მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ევროპის 2024 წლის ვიცე-ჩემპიონმა, ლილე სვანაძემ!

ლილე სვანაძე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე გახლავთ!“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11, U13, U15.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g