LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

241
ქუთაისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მგზავრთა საყურადღებოდ!

პერიოდულად, სხვადასხვა ჯგუფები უკავშირდებიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ. პირად მიმოწერაში კი მგზავრებს ეუბნებიან, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტმა მიაწოდა, რომ თითქოსდა ჩვენთან თანამშრომლობენ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი თანამშრომლობა ამ ჯგუფებთან არ გვაკავშირებს. ნებისმიერი პირისთვის ჩვენი მგზავრების შესახებ პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება.

გვსურს განვაცხადოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად იცავს საქართველოს კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს არ ენდონ მსგავს ჯგუფებს და არ მიაწოდონ მათ შესახებ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g