LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა

132
00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში კვების ახალი ობიექტი AIR FOOD გაიხსნა.

კვების ახალ სივრცეს სხვა ობიექტებისგან ვიზუალური მხარე გამოარჩევს, ის ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა გაფორმებული.

კვების ახალი კონცეპტუალური ობიექტი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, კომპანია AIR FOOD-ის დამფუძნებელმა პავლე თავხელიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნეს.

AIR FOOD მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას შესთავაზებს:

  • ბარის ტიპის მომსახურებას – წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები
  • სწრაფი კვების ობიექტს – იყიდება Food Box-ები, რომელთა თან წაღება მგზავრებს გაფრენისას შეეძლებათ.
  • სარესტორნო მომსახურებას – მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩი, ჰოთ დოგი და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.

ქუთაისის აეროპორტი  ბაზარზე პირველია, სადაც აეროპორტის კონცეფციაზე მორგებული ქართული კომპანია AIR FOOD გამოჩნდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და კომპანია AIR FOOD-ის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა. AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g