LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებულ ორ მაღაროელს 6 წლით და 3 თვით, ორს კი 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

117
მაღაროელები

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლით და 3 თვით, ორს კი 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – აღნიშნულ ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა მიიღო. მან ოთხივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე მან დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში.

არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი კი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

ცნობისათვის, საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

magti 5g