ქუთაისში 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეძებენ. როგორც მისმა ოჯახის წევრმა „ფორტუნას“ განუცხადა, ახალგაზრდა ქალი 26 ივნისის საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის.
დაკარგულის ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოებს ავრცელებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ რამე იციან მისი ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე: 597 33 43 29.
20 წლის ნინიკო გიორგაძის ძებნაში ჩართულია პოლიცია.