ქუთაისში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელიც საჭესთან იჯდა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
