ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გარდაცვლილი ზესტაფონელი საბა გუნიავაა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ის ქუთაისში ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. უბედური შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ტაქსით სახლში ბრუნდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. ბიჭი და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და წერს:
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული ფაკულტეტი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ ტრაგიკულად დაიღუპა ტურიზმის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი საბა გუნიავა. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული ფაკულტეტი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და…
Posted by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University on Sunday 8 December 2024
