ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში. წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე სამი მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა
დაშავებულები ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.