LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ჩვილი ბავშვების დასალოცი სივრცე მოეწყო

1507
2c394fb2249c1fdb12a1c307d1cb15cf

ქუთაისის შპს “ხონელიძის კლინიკაში”   ახალშობილთა დასალოცი სივრცე გაიხსნა.
სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე  ამ მიზნით  ინფრასტრუქტურაც  მოეწყო.

“დასალოც სივრცეში” ახალშობილის ახლობლებისთვის მოქცევის  წესებიცაა გამოკრული.
მოწევა აკრძალულია! ნუ იხმაურებთ! დიდხანს ნუ დააყოვნებთ! – ასე აფრთხილებს ადმინისტრაცია ახალშობილის დალოცვის მსურველებს.

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის ნათესავები  ხშირად  პატარას დაბადებას სამედიცინო დაწესებულების ეზოში აღნიშნავდნენ, რის გამოც მათ მიიღეს გაადწყვეტილება მოეწყოთ ინფრასტრუქტურა და სპეციალური სივრცე შეექმნათ.

“ეს არის კლინიკის გადაწყვეტილება, ეზოში რომ აღარ გაშალონ სუფრა. აქ დაიდგმება პატარა მაგიდა და  იქნება მოწესრიგებული”, – ამბობს კლინიკის დირექტორის მოადგილე, ნესტან იაშვილი.

 

წყარო: kutaisipost