ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გელათის ქუჩის სრული რეაბილიტაცია.
გელათის ქუჩაზე უკვე დაიწყო გზის საფარის დაგება.
ასფალტის პირველი ფენა ერთ კვირაში დასრულდება და გზა გავლადი იქნება. დაახლოებით 3 კილომეტრი გზა კეთდება.
ტურისტულ ობიექტებამდე მიმსასვლელი გზა სრულად რეაბილიტირტებული იქნება.
გელათის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყლის სისტემა. წყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდეს არ მიეწოდებოდა. ასევე გაკეთდა საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.