LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

197
Untitled design (9)

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს“ საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი რკინის კონტეინერს, მუყაოს ქაღალდებს და მანქანის საბურავებს ეკიდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g