LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, მდინარეში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

725
d58b83fcfb78ce430b453819122b5224

ქუთაისში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, მდინარე წყალწითელაზე მოხდა.

როგორც მოზარდის მეგობრები ამბობენ, ის მდინარეზე თანატოლებთან ერთად წავიდა, წყალში საბანაოდ შესულს კი, ქვაზე ფეხი დაუცურდა. მან ცურვა არ იცოდა, ხოლო, მეგობრებმა მისი გამოყვანა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მოზარდები დასახლებული პუნქტიდან შორს იყვნენ და ადგილზე მისულს 15 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g