LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

221
მკვლელობა

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა.

როგორც მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, გელა სიორდია „ინფო იმერეთთან“ აცხადებს, „კონკრეტულ შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია“.

„აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სწერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით…

დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა“, – უთხრა „ინფო იმერეთს“ ადვოკატმა გელა სიორდიამ.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g