ქუთაისში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გუგუნავას ქუჩაზე, მშენებარე შენობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობებით, ის მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
მომხდარის გამო ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240- ე, სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.