ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს აინთება. ნაძვის ხე გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერის ფონზე “ფიფქების ცეკვა” განათდება. ღონისძიებაში მონაწილეობასმიიღებს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრიც, რომელიც “მაკნატუნას” შეასრულებს.
გორის ქალთა გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით ქეთი მელუასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში, ევროპულ ტურნეში იმყოფებოდა. დიდ დარბაზებში ანშლლაგებით ჩატარებული 27 კონცერტის შემდეგ ისინი საქართველოს დაუბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ გორის ქალთა კამერულ გუნდს ქეთი მელუასთან ერთად ალბომი აქვს ჩაწერილი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.