თბილისის პარალელურად, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა აქცია ქუთაისშიც გამართეს. ისინი თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ნარკოპოლიტიკის შეცვლა მოითხოვეს. აქციას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
„ხმაური გამარჯვებისთვის“,- ამ სლოგანით „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშვიდობიან საპროტესტო აქციას თბილისშიც, ვარდების მოედანზე მართავენ.