ქუთაისში ორმა მამაკაცმა მგზავრებით სავსე ავტობუსის გატაცება სცადა, ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ადვოკატმა არჩილ ნიჟარაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობის, ორმა პირმა ბოლო გაჩერებაზე ავტობუსის გატაცება სცადა. 10 მეტრის გავლის შემდეგ პოლიციამ ავტობუსის გამტაცებლები დააკავა.
საქმე აღძრულია ძარცვის მცდელობის, 19-178-ე მუხლით.