ქუთაისში პოლიციის მანქანა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევამ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
“გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება”,- ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.