ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ოცხელის ქუჩის გადაკვეთაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ადგილს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რაც ასფალტის საფარის დაგებას, ბორდიურების მოწყობასა და ტროტუარების აღდგენას გულისხმობს. ამასთან, შშმ პირებისათვის ქუჩებზე პანდუსები ეწყობა. უკვე შეიცვალა წყლის მილები რაც 2017 წელს 24-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „გზამშენი 21“ ახორციელებს. აღნიშნული გზების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 679 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მოადგილე ბექა ყანჩელმა დაათვალიერეს.