ქუთაისში სარაგბო სტადიონზე საქართველოს დროშა, რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, გოგი წულაიამ აღმართა. საქართველო-ბელგიის შეხვედრა ამავე სტადიონზე ხვალ, 10 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია არის ცნობილი გამოთქმის – „დროშა ვერ დაკიდენ“ ავტორი. გარკვეული პერიოდის წინ, სწორედ მან გამოთქვა უკმაყოფილება რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს ქუთაისში დაკიდებული საქართველოს დროშის გამო, რომელიც სხვა დროშებთან შედარებით, ყველაზე პატარა იყო… მას შემდეგ მისმა ფრთიანმა ფრაზამ ინტერნეტი და ტელევიზია მოიარა.
https://www.facebook.com/GeorgianRugby/videos/1610059739091119/