მკვლელობა ქუთაისში – საფიჩხიის სასაფლაოზე , ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის კაცი მოკლეს. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.
მკვლელობა სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა მამაკაცის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.