LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სასწავლო პროცესი შეჩერდა: გაზგანმანაწილებელ ქსელში ავარიაა

90
unnamed

ქუთაისში, ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. მიზეზი “სოკარ გაზის” გაზგანმანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიაა.
ქალაქის მასშტაბით 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო სასწავლო პროცესი 1 დღით შეჩერდა. როგორც განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, ბავშვების უსაფრთხოების გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, გაცდენილი დღე კი შაბათ დღეს ანაზღაურდება.

ქუთაისი ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები კი დღეს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g