LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, სასწრაფოს ექიმებმა გულგაჩერებული მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს – „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს 

142
„შენი სიცოცხლის გადასარჩენად“

„ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, გულგაჩერებული მამაკაცი, ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებებით, სიკვდილს გადაარჩინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისში, სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას კი შუახნის მამაკაცი დახვდათ უგონო მდგომარეობაში, რომელსაც სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა.

„პაციენტის ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცს ფიზიკური დატვირთვის შედეგად დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში და ტკივილის ფონზე დაკარგა გონება.

პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადმოცემით, ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია, კარდიომონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. წარმატებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განხორციელდა დეფიბრილაცია, აღდგა სუნთქვა და პულსი.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და ამიტომ პარამედიკოს გიორგი გაბედავას გადაწყვეტილებით წარმატებით იქნა გამოყენებულ ძვალშიდა კათეტერი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეყვანილ იქნა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

საგანგებო სიტუაციების ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანებში მუდმივად ხდება სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აპარატურის განახლება.

2023 წლიდან სამედიცინო აღჭურვილია გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობითა და ძვალშიდა კათეტერით, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც ინტრავენური მიდგომა არის შეუძლებელი და პაციენტისთვის ინექციის ერთადერთ გზას წარმოადგენს.

გვეამაყება: პარამედიკოსი გიორგი გაბედავა; ექთანი თორნიკე ივანეიშვილი; მძღოლი ნიკოლოზ კვანტალიანი“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, გულგაჩერებული მამაკაცი, ძვალ-შიდა კათეტერის გამოყენებით და შესაბამისი…

Posted by შენი სიცოცხლის გადასარჩენად on ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g